“ასტორია თბილისი” დახვეწილი, თანამედროვედ მოწყობილი სასტუმროა, რომელიც მდებარეობს თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში – მთაწმინდაზე.

სასტუმროდან სულ რამოდენიმე წუთში შეგიძლიათ მოხვდეთ რუსთაველის გამზირზე, სადაც განლაგებულია ქალაქის ძირითადი ღირშესანიშნაობები: მუზეუმები, გალერეები, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი და შოთა რუსთაველისსახელობის დრამატული თეატრი. სასტუმრო „ასტორია თბილისიდან“ 100 მეტრში არსებული საბაგირო გზის მეშვეობით 5 წუთში მოხვდებით მთაწმინდის პარკში, რომელიც ტურისტებისათვის გამორჩეულად საინტერესო და მიმზიდველი ადგილია.

“ასტორია თბილისი” წარმოადგენს მყუდრო, კეთილმოწყობილ სასტუმროს ყურადღებიანი პერსონალითა და საუკეთესო 24-საათიანი მომსახურეობით. ორმოცდარვა, სხვადასხვა ტიპის ოთახი სრულყოფილად აღჭურვილია სტუმრებისათვის საჭირო და აუცილებელი ტექნიკითა და ინვენტარით.
სასტუმროში ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ 50-კაციანი ტექნიკურად აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზითა და 20-კაციანი შეხვედრების ოთახით.
“ ასტორია თბილისი” თავის სტუმრებს სთავაზობს „ლაუნჯ-ბარს“, სადაც მათ შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ სხვადასხვა სახეობის ალკოჰოლური თუ უალკოჰოლო სასმელები.

მომსახურება

სასტუმროს პროფესიონალთა გუნდი გთავაზობთ მაღალ ხარისხიან 24 საათიან მომსახურებას.თანამედროვე საკომუნიკაციო სისტემები, წყნარი გარემო, სიმყუდროვე, მოგცემთ სრულფასოვანი დასვენების საშუალებას.

ბარი

სასტუმროს ლაუნჯ ბარში შეგიძლიათ მიირთვათ მსოფლიოში ცნობილი ქართული ღვინის სხვადასხვა სახეობა და პროფესიონალი ბარმენების მიერ მომზადებული კოკტეილები. ასევე გთავაზობთ მსოფლიოში ცნობილ ბრენდულ ალკოჰოლურ და უალკოჰოლო სასმელებს.

რესტორანი

ჩვენი სასტუმრო, საუზმეზე გთავაზობთ კერძების ფართო არჩევანს. თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ როგორც ქართულ სამზარეულოს ,ასევე დააგემოვნოთ ევროპული და აზიური კერძები. საუზმის ნაირსახეობით ნამდვილად კმაყოფილი დარჩებით.

Address

Our Address:

თბილისი შოთა ჩიტაძის ქუჩა 12

GPS:

41.6941522, 44.79367639999998

Telephone:
Email:

-

Web:

-