ბუტიკ ოტელი „ბეტსის“ – Betsy’s

“ბეტსის” დახვეწილი, ფეშენებელურად გაწყობილი სასტუმროა, საიდანაც იშლება თბილსის ცენტრალური უბნის ხედები. ჩვენი სასტუმროს ელეგანტურ და შთამაგონებელ სტილს განსაზღვრავს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული სტუმრების მიღების თექვსმეტწლიანი გამოცდილება. ჩვენი თანამშრომლები სტუმრებისთვის ქმნიან განსაკუთრებულ და საქართველოსთვის დამახასიათებელ თბილ გარემოს მყუდრო და კომფორტულ სასტუმროში.

განსაკუთრებულ კომბინაციას ქმნის სასტუმროს ქართული სტუმართმოყვარეობის და კულტურის ტრადიციები ჩვენს კოსმოპოლიტანურ სტუმრებთან, რითაც “ბეტსის” იმკვიდრებს მსოფლიოს დამოუკიდებელ სასტუმროთა შორის საკუთარ ადგილს.

საქართველო, ევროპისა და აზიის შესაყარზე მდებარეობს და მის, როგორც განძის, ხელში ჩასაგდებად მეზობელი იმპერიები ოდითგანვე ბრძოლაში იყვნენ. ეს არის ღვინის სამშობლო და უძველესი მევენახეობის ქვეყანა, რომლის სტუმართმოყვარეობის ტრადიციას ანალოგი არ აქვს. დიდებული არქიტექტურული ტრადიციები, ხალხური მუსიკა, ცეკვა, ოსტატობა და კულინარია საუკუნეების განმავლობაში იზიდავდა სტუმრებს ახლო და შორეული ქყვეყნებიდან. საქართველოს გარს არტყავს მთები დათოვლილი მწვერვალებით და საუკეთესო სათხილამურო კურორტებით, მწვანე ხეხილის ბაღებში უთვალავი სახეობის ხეხილია, რომლებიც საქართველოს ნოყიერ მიწაზე და დამახასიათებელ კლიმატურ პირობებში ხარობს, უცხოელი სტუმრებისთვის ახალი აღმოჩენაა უძველესი ციხესიმაგრეების და ისტორიული ძეგლების მონახულება.

თბილისი, საქართველოს დედაქალაქი, მწერალთა და ხელოვანთა წარმოსახვის საგანია, ტრადიციული ხის აივნებით და მიხვეულ-მოხვეული გზებით. ქეყნის გეო-სტრატეგიული მნიშვნელობა და მისი დინამიკური ეკონომიკა საუკეთესო საფუძველს ქმნის უცხოური ინვესტიციებისთვის, მოგზაურთათვის და შემოქმედდათვის. თბილისს ჰყავს მსოფლიოს ერთერთი საუკეთო საოპერო დასი, ყოველ საღამოს იმართება თეატრალური და მუსიკალური წარმოდგენები სხვადასხვა ენაზე.

იმის და მიუხედავად, თუ რა მიზნით ეწვევით საქართველოს, მეგობრებთან ერთად ლამაზ და მყუდრო გარემოში დასასვენებლად, ადგილობრივ პარტნიორებთან შესახვედრად, თბილისის საუკეთესო პატარა რესტორნებისა და კაფეების აღმოსაჩენად ან უბრალოდ დასასვენებლად,  სასტუმრო “ბეტსის”, თბილისის სოციალური და კომერციული სფეროს ცენტრი გელით.

Address

Our Address:

32-34 მაყაშვილის, თბილისი

GPS:

41.7015537, 44.7869824

Web:

-